დიდი  ხანია  ჩემს  ბლოგზე  აღარ  გამოვჩენილვარ.ბევრი რამის  ბრალია  ეს  ერთბაშად:გამოცდების,პიველი  თვეების უნივერსიტეტში,შესაბამისი აღჭურვილობის არ  ქონის.მაგრამ ახლა  ვაპირებ ,რომ  ისევ დავუმეგობრდე  ჩემს  ბლოგს(ეს  ყველაფერი  გადამაწყვეტინა  ერთმა ვაკანსიამ ,რომელიც  ბლოგებს  ეხებოდა,გამახსენდა  რომ საერთოდ  ბლოგი მაქვს და  მომენატრა აქ  წერა) და ვწერო უკვე  ჩვენს  ჩვეულ  თემაზე მოსახლეობის  გაჩირვებაზე  ჩვენს  ქვეყანაში,ცოტა პოლიტიკაზეც  და  არასამთავრობო  სექტორზეც  რა  თქმა უნდა.მით უფრო  რომ ამ  მხრივ ბევრია  საწერი  და  თემის  ნაკლებობას  ნამდვილად  არ განვიცდით ქართველები.

სოციალური მედიის ტრენინგები

უკვე  მეორე  კვირაა ,რაც  საზოგადოება  ბილიკში  სოციალური მედიის  ტრენინგები მიმდინარეობს..

ბავშვები ძალიან მონდომებულნი  არიან.მათი  წინამორბედი  ბლოგერების  წარმატება  მნიშვნელოვანი  ინდიკატორი  გახდა  მათი სტიმულის  გაორმაგებისა.ამ ტრენინგებში  მონაწილეობას  იღებენ ჩვენი  სამოქალაქო კლუბის  ოთხი ბავშვიც.

ეს  ტრენინგები  და  მის  ფარგლებში   შექმნილი  ბლოგები ბავშვების კლუბში  მუშაობას  გაამრავალფეროვნებს.დღეს  ტრენინგის  პირველი დღე  იყო,ძირითადად დარეგისტრირდნენ  ბავშვები და  ზოგადი  ინფორმაცია  მიიღეს  თუ  რა  ფუნქცია  აქვს  ბლოგს,ხოლო  ხვალ  ისინი  უკვე  უშუალოდ  ისწავლიან ბლოგების  მართვას.

მე  პირადად  გავესაუბრე  ტრენინგის  მონაწილეებს და  წარმატებები  ვუსურვე  მათ  შორის ჩვენი  კლუბის  წევრ  ბავშვებსაც.

ახალი  ბლოგერები მონაწილეობას  მიიღებენ  სოციალური  მედიის  კონკურსში  ,რომელიც  სავარაუდოდ  აპრილის  ბოლოს  განხორციელდება.

,,პატარა ბიძგი წარმატებისთვის”

ეს  არის  სახელწოდება  იმ  პროექტისა , რომელზეც  უკვე  ვისაუბრე  ჩემს  ბლოგზე.

დიდი  ხანია  ჩვენი  სკოლის  სამოქალაქო  კლუბი მონაწილეობას  იღებს  მცირე  გრანტების  კონკურსში, მაგრამ მიუხედავად  დიდი მოწონებისა,  აქამდე  ჩვენს  პროექტს  არ    გაუმარჯვია.

,,პატარა ბიძგი წარმატებისთვის”-ეს  არის  პროექტი, რომელმაც  წელს მოიპოვა  გრანტი.

პროექტში  აღწერილი პრობლემა შემდგომში  მდგომარეობდა: ხიდისთავის  საჯარო სკოლაში  არსებულ  სამოქალაქო კლუბს არ  გააჩნდა  კლუბის  ოთახი, ამიტომ გვიხდებოდა    შეხვედრის  დღეს   სანამ  მუშაობას  დავიწყებდით  პირველ  რიგში მოგვეძებნა  ცარიელი საკლასო  ოთახი, რაც  ხშირ  შემთხვევაში  ხელისშემშლელი  ფაქტორი  ხდებოდა. გარდა  ამისა  კლუბის  საკუთრებაში არსებული ნივთების  შესანახი ოთახიც არ  გვქონდა, ამიტომ მათი  თან  ტარება კიდევ  დამატებით დისკომფორტს  გვიქმნიდა, რაც  საბოლოოდ  მოტივაციაზე  ისახებოდა.

ჩვენ   პირველ  რიგში  ვითანამშრომლეთ  სკოლის  დირექტორთან(დირექციასთან), რომელმაც  გამოგვიყო ფართი, სადაც  შემდეგში კლუბის  ოთახი უნდა  მოწყობილიყო. აგრეთვე  თანადაფინანსებით დაგვეხმარა  იმ ტექნიკით,  რომელიც  სკოლის  საკუთრებაა და  რომლებსაც  აქტიურად  ვიყენებდით  პროექტის  განხორციელების  პერიოდში მაგალითად: ციფრული,ქსეროქსი და ა.შ.სკოლისვე თანადაფინანსებით შევიძინეთ  ლინონიუმი და  სანათები.

დაფინანსებული 450 დოლარით   შევიძინეთ  12  სკამი, სამუშაო მაგიდა, ფარდები და  აგრეთვე  საკანცელარიო ნივთები. ამავე  თანხით მოხერხდა  პროექტით გათვალისწინებული  ლანჩის  ორგანიზება.გახსნას  ესწრებოდნენ  სკოლის  წარმომადგენლები,აგრეთვე  პასუხისმგებელი ორგანიზაციის  მხრიდან წარმომადგენელი (მოხალისე) მარიამ მანველიშვილი და  კლუბის  წევრები.

პროექტის  დაფინანსებამ დიდი  სიხარული მოუტანა  კლუბს. ჩვენი  მოტივაცია   გაიზარდა  და  რაც  მთავარია  ახლა  ჩვენ გვაქვს  ოთახი, რომელიც  კეთილმოწყობილია, ყველა  სამუშაო პირობა  გვაქვს  შექმნილი, აგრეთვე  ჩვენი კლუბის  საკუთრებაში არსებული ყველა  ნივთი  ჩვენი კლუბის  ოთახშია,შესაბამისად,  ჩვენი შეხვედრები ხელისშემშლელი ფაქტორების  გარეშე  მიმდინარეობს.

საბოლოოდ კლუბის ლიდერებმა დიდი მადლობა გვინდა გდავუხადოთ: სსიპ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექციას და საზოგადოება “ბილიკს”, რომელმაც მართლა დიდი დახმარება გაგვიწია.. განსაკუთრებულ მადლობას კი თავად ქალბატონ თინათინ გიგაშვილს ვუხდი..

დაფინანსებული პროექტი

დიდი  ხანია  ხიდისთავის  საჯარო  სკოლის  სამოქალაქო  კლუბი  მონაწილეობას  ვიგებთ  მცირე  საგრანტო  კონკურსში ,რომელიც  წელიწადში ორჯერ ცხადდება.მაგრამ სამწუხაროდ   აქამდე  ვერ მოვახერხეთ  გრანტის  მოპოვება  .

წელსაც  სექტემბერში  გამოცხადდა  კონკურსი  და  ჩვენ დავწერეთ  პროექტი  ,რომელიც  თითოეული კლუბის  წევრისთვის პრობლემატური იყო.საბედნიეროდ ჩვენი პროექტი  დაფინანსდა  და  ახლა  უკვე   უკვე  ორი კვირაა  მის  აღსრულებაზე  ვმუშაობთ.

ეს  ჩვენთვის  დზალიან  დიდი  წარმატებაა  და  უფრო მეტად  მოტივირებულები  გავხდით  იმ  საქმეში,რომელსაც  ვაკეთებთ  კლუბის  ლიდერები და  წევრები…

დიდი  ხანია  აღარაფერი  დამიწერია  ჩემ  ბლოგზე სხვადასხვა  მიზეზების  გამო  ,მაგრამ  ახლა  დიდი  ხნის  მონატრებულს  ბევრი  სათქმელი  დამიგროვდა .მიუხედავად  იმისა  რომ  მე  აქ  ძირითადად  ვწერ  სოციალური პრობლემებისა  და  ჩვენი სამოქალაქო  კლუბის საქმიანობის  შესახებ  გადავწყვიტე  ისეთ  თემებსაც შევეხო  რომლებიც  აქტუალურია  დღეს  საზოგადოებაში და  რომლებიც  ჩვენს  ყურაღებას  საჭიროებენ.

:(( ჩამოვედიიი

დღეს  5  ივლისია  რაც  იმას  ნიშნავს  რომ  ბაზალეთს  ბანკის  პირველი  ნაკადი  დასრულდა 😦

ძალიან  მწყდება  გული  მეგობრებზე რომლებიც  იქ  გავიცანი.ჯერ  სულ  რამდენიმე საათია  რაც  აგგარ  მინახავს  და  უკვე  მენატრებიან .მიყვვარხართ  ბავშვებოოო  და  მენატრებით  :*:*:*…..

სანამ  ბანაკში  ვიყავი   არ  გამჩენია  ის   რასაც  გულის   ტკივილი  ჰქვია.ბავშვები  ტიროდნენ  და   ასე  გამოხატავდნენ  თავის  ემოციებს.მე  რა  თქმა  უნდა  არ  მინდოდა  წამოსვლა  ყველაზე  მეტად  კი  გული  ბავშვებზე  და  ლიდერებზე  მწყდებოდა,თათია  გოგიაშვილზეც  ჩვენი  ყვითლების   ლიდერზე  ,მაგრამ  თვიდანვე   ვიყავი შეგუებული  იმ  ფაქტს  რომ  იქ  6  დღთ მივდიოდი  და  ტირილით  არ  მიტირია.

ყველაფერი  შეიცვალა  მას  შემდეგ  რაც  შინ  დავბრუნდი.ბავშვების  ჟრიამულს  და  100  ადამინის  ხმაურს  მიჩვეულს  სახლის  მყუდროება   მეუცხოვა,გავაანალიზე   რომ  ის   რაც  ჩმს  გარშემო  2-3  საათის წინ  ხდებოდა  წარსულში  დარჩა  და  აი  აქ  დაიწყო  ჩემი  დეპრესია.რამდენიმე  საათის  განმავლობაში  ვიჯექი  face – ზე  და  ვიმატებდი  ჩემს  თანაბანაკელებს   მეგობრებში,მერე  ვნახე  ფოტოები  ,რომელმაც გამახსენა ყველა  ის  მხიარული  მომენტი  და  წუთ  რაც  ჩვენი  იქ ყოფნისას იყოო  და  აი  მაშინ  კი  გავუგე  იმ  ბავშვებს  ვინც  ტიროდა .

მომინდა  ისევ  თავიდან  წავსულიყავი ,თუნდაც  ისევ  6  დღით   მაგრამ  წავსულიყავი  და  გამომეყენებინა  ეს  დრო  ჩემს  ბავშვებთან   საურთიერთოდ .ყველა  დამამახსოვრდა  ,ვიქნები  სუბიექტური  და  განსაკუთრებით  ჩემი  ჯგუფის  წევრები  და  თანაოთახელები.აღრფთოვანებული  ვარ მე  ამ  ბავშვებით  და  იმ  დღეებით  რაც  მათთან  ერთდ  გავატარე.ჩვენი  ლიდერებით  მარი  და  ლაშა  რომელიც  უკვე  ძლიან  შემიყვარდა……………..

კიდევ  მინდაააააა   ბანაკშიიიიიიიი………………..

მთელი  დღეა  ირაკლი  ჩრკვიანის  სიმგერას:   მოდი,  მოდი   ვუსმენ  ……

ბედნიერია ის  ადამიანი   ვინც  სხვა  ნაკადში  მიდის  ….მაგრამ  არააა  ჩვენც  ბედნიერები  ვართ  და  გაგვიმართლა  რომ  ვიყავით  ბანაკის  მონაწილეები,რომ  გავიცანით   ერთმანეთი  ,ვიმუშავეთ  ერთად,გავიცანით  ლიდერები  ,კახა  ,ინგა,ტრენერები,მეშინია  არავინ  გამომრჩეს.

მოკლედ  გულდაწყვეტილი  ვარ  რომ  დამთავრდა  მაგრამ  ამავდროულად  უზომოდ  კმაყოფილი  რომ  ვიყავი  ერთ-ერთი  იმ  ბედნიერთაგან  ვინც  ბაზალეთს  ბანაკში  ყოფნის  ბედნიერება   განიცადა

ბანაკი ბაზალეთში

ყოველი  სამუშაო  წლის  ბოლოს ბავშვები  რომლებიც  მთელი  წლის  განმავლობაში  მუშაობდენ   აქტიურად  და  ახორციელებენ   სხვადასხვა  ინიციატივებს   ნაწილდებიან  სხვადასხვა  ბანაკში.ერთ-ერთი  ასეთი  ბანაკი  არის :სამოქალაქო  განათლების  ბანაკი  ბაზალეთზე.ეს  ბანაკი  საკმაოდ პრესიჟულია  და  დიდი  პოპულარობით  სარგებლობს.

მე  პირადად  ბევრი  მსმენია  ამ  ბანაკის  შესახებ  მაგრამ  წელს  მხვდა  წილად  ბედნირება რომ  თავად    გავხდე  მონაწილე  ბაზალეთის  ბანკისა.მოლოდინი  ძალიან  დიდი  მაქვს  ,ბევრს  ველი  ტრენინგებიდან  რომელიც  ჩაგვიტარდება  ჩვენი  ბანაკში  ყოფნის იმ  ხუთი  დღის  განმავლობაში .

ჩემი  დაბრუნებისთნავე  აუცილებლად  დავწერ  ინფორმაციას  და  დეტალურად  მოგიყვებით  დაინტერესებულ  მკითხველს  თუ  რა  დადებით  მომცა  ამ  ბანაკმა,ასე  რომ  გაგიზიარებთ  ჩემს  შთაბეჭდილებებს.

შემაჯამებელი ღონისძიება

ყოველი  წლის  ბოლოს  იმართება  შემაჯამებელი  ღონისძიება  საზოგადოება “ბილიკის ” ორგანიზებით.წელს  მზგავსი  სახის  ღონისძიება   გაიმართა 27  ივნისს.აქ იყვნენ  შეკრებილი  ყველა  წარმატებული  სკოლის  დირექტორები  და  მასწავლებლები  ,აგრეთევე  თითქმის  ყველა  სამოქალაქო  კლუბის  წარმომადგენელი.პრეზენტაცია  გააკეთეს  ბავშვებმა  რომლებიც  მთელი  წლის  განმავლობაში  აქტიურად  თანამშრომლობნდენ  ბილიკთან.მათ  შორის  იყო  ჩვენი  ხიდისთავის  სამოქალაქო  კლუბიც.ღონისძიებამ  საინტერესოდ  ჩაიარა   ,დაჯილდოვდნენ  კლუბის  ლიდერები  სხვადასხვა  მათი  კლუბისთვის  საჭირო   ნივთებით.საჩუქრები  მიიღეს  ბლოგების  კონკურსში  გამარჯვებულმა  ბავშვებმაც.

საბოლოოდ  დღით  ყველა  კმაყოფილი  დარჩა 🙂

ნაგვის ურნების დადგმა

ხიდისთავის  სამოქალაქო  კლუბის  ლიდერების  მიერ  დაწერილი  პროექტი  ნაგვის  ურნების  დადგმასთან  დაკავშირებით  სოფელ  ხიდისთავში   განხორციელდა

არ ვკარგავთ მზეს !

გასულ  თვეს  დავწერე  პროექტი  ენერგიის  ალტერნატიული  წყაროების  გამოყენების  დანერგვასთან  დაკავშირებით.პროექტი  ეხებოდა  ხიდისთავის  საბავშო  ბაღის  პრობლემას  გათბობასა  და  წყლის  გაცხელებასთან  დაკავშირებით.პროექტში  დაწვრილებით  აღვწერე  პრობლემა  რომლის  წინაშეც  საბავშო  ბაღის ადმინისტრაცია  ყოველ  ზამთარს  დგება ,კონკრეტულად  კი  ოთხების  გათბობა  და   წყლის  გაცხელება  რომელიც  ძირითადად  ღუმელზე  ხერხდება  რაც  მოუხერხებელი  და არაკომფორტულია. ჩემი  წარდგენილი  პროექტის  პრეზენტაციისთვის  დამიბარეს  სასტუმრო  რედისონში ,თბილისში , 18  მაისს.  ამ  პრეზენტაციაზე  მოხდება  საუკეთესო პროექტის  ავტორების  დაჯილდოვება.